VIDEO: სამპაოლის როტაციამ არგენტინა დაღუპა! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: სამპაოლის როტაციამ არგენტინა დაღუპა!


VIDEO: სამპაოლის როტაციამ არგენტინა დაღუპა!

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში არგენტინის ნაკრებმა პერუს ნაკრები მიიღო და შეხვედრა სენსაციურად 0:0 დაასრულა.

უკვე არგენტინის მუნდიალზე მოხვედრა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ყველასათვის მოულოდნელად ხორხე სამპაოლიმ როტაციას მიმართა და გუნდის წამყვანი ფეხბურთელები სკამზე დასვა.

პირველ რიგში, მან ლიონელ მესი ნახევარდაცვაში გადაწია და ფორვარდის პოზიციაზე "ბოკა ხუნიორსის" შემტევი დარიო ბენდეტო თამაშობდა.

ასევე, ფლანგის შემტევის პოზიციაზე "ატალანტას" ფეხბურთელი ალეხანდრო დარიო გომესი იდგა, მეორე მხრიდან კი ანხელ დი მარია უტევდა.

46-ე წუთზე სამპაოლიმ დი მარია გაიყვანა და მის ნაცვლად "ზენიტის" ფეხბურთელი ემილიანო რიხონი ჩართო შეხვედრაში.

61-ე წუთზე სამპაოლიმ მორიგი საოცრება შესთავაზა მაყურებელს. მან შეხვედრიდან ევერ ბანეგა მოხსნა და ფერნანდო გაგო შეიყვანა, რომელსაც ბოლოს არგენტინის ნაკრებში 2 წლის წინ ჰქონდა ნათამაშები.

მწვრთნელს ამაშიც არ გაუმართლა, ზუსტად 3 წუთში გაგომ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მოედანი დატოვა. მის ნაცვლად ამჯერად "რივერ პლეიტის" ფეხბურთელი ენცო პერესი შემოვიდა.

ასეა თუ ისე, სათადარიგო სკამზე დარჩნენ მაურო იკარდი და პაულო დიბალაც. რაც შეეხება გონსალო იგუაინს, მას სამპაოლი ნაკრებში არ იძახებს.

შეხვედრის მიმდინარეობის დროს ლიონელ მესიმ ზუსტად 4-ჯერ გაიყვანა საკუთარი თანაგუნდელები მეკარესთან პირისპირ, თუმცა მათ ვერც ერთი ეპიზოდი ვერ გამოიყენეს.

ამრიგად, მატჩი ფრედ დასრულდა და არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება.

არგენტინელთა საბედნიეროდ, კოლუმბია შინ პარაგვაისთან დამარცხდა.

ცხრილში ხედავთ, რომ ბოლო ტურის წინ მდგომარეობა არანორმალურად დაძაბულია. ერთდროულად შესაძლოა 5 ნაკრების ბედი, 1 ტურში შეიცვალოს.

შემადგენლობები:

არგენტინა

მეკარე: სერხიო რომერო

მცველები: გაბრიელ მერკადო, ნიკოლას ოტამენდი, ხავიერ მასკერანო, მარკოს აკუნა

ნახევარმცველები: ევერ ბანეგა, ლუკას ბილია, ლიონელ მესი

თავდამსხმელები: ანხელ დი მარია, ალეხანდრო გომესი, დარიო ბენედეტო

ცვლილება: რიხონი 46, გაგო 61, ენცო პერესი 67

პერუ

მეკარე: პედრო გალესი

მცველები: მიგელ არაუხო, ალბერტო როდრიგესი, ალდო კორცო, მიგელ ტრაუსო

ნახევარმცველები: რენატო ტაპია, იოშიმარ იოტუნი, ფარფანი, ედისონ ფლორესი

თავდამსხმელები: სერხიო პენია, ხოსე გუერერო

ცვლილება: კარტაგენა 53, ენდი პოლო 70, პედრო აკინო 82

ბოლო ტურის მატჩები
11 ოქტომბერი, 03:30 - ბრაზილია - ჩილე
11 ოქტომბერი, 03:30 - ეკვადორი - არგენტინა
11 ოქტომბერი, 03:30 - პერუ - კოლუმბია
11 ოქტომბერი, 03:30 - ურუგვაი - ბოლივია
11 ოქტომბერი, 03:30 - პარაგვაი - ვენესუელა

სატურნირო მდგომარეობა
VIDEO: სამპაოლის როტაციამ არგენტინა დაღუპა!

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები