კარვახალი გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2 თვეს იუქმებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კარვახალი გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2 თვეს იუქმებს


კარვახალი გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2 თვეს იუქმებს

"რეალისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველი, დანი კარვახალი გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო არანაკლებ ორ თვეს იუქმებს, იუწყება Marca.

უკანახაზელს სექტემბრის თვის ბოლოს ვირუსული ინფექცია შეხვდა, რომელიც გავლენას პერიკარდიუმის მუშაობაზე ახდენს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, 25 წლის მცველი თვენახევარს გამოტოვებდა.

შესაბამისად, კარვახალი "ფურია როხას" 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ალბანეთთან და ისრაელთან გასამართ დასკვნით შეხვედრებში დააკლდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები