ო'ნილი ირლანდიის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ო'ნილი ირლანდიის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს


ო'ნილი ირლანდიის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს

ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მარტინ ო'ნილი ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, იუწყება independent.ie.

ხელშეკერულება 2020 წლამდე იმოქმედებს.

ცნობისთვის, სპეციალისტი ირლანდიელებს 2013 წლიდან წვრთნის.

საკლუბო დონეზე 65 წლის ო'ნილს "ნორვიჩში", "ლესტერში", "ასტონ ვილაში", "სანდერლენდსა" და "სელტიკში" უმუშავია.

ირლანდიის ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ნაწილში მოხვედრის შანსებს ინარჩუნებს. გუნდი ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს, მეორეადგილოსან უელსს ერთი ქულით, ხოლო ლიდერ სერბეთს ხუთი ქულით ჩამორჩება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები