კიმიხი - ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც 2017 წელს გერმანიის 12-ვე მატჩში ითამაშა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კიმიხი - ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც 2017 წელს გერმანიის 12-ვე მატჩში ითამაშა


კიმიხი - ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც 2017 წელს გერმანიის 12-ვე მატჩში ითამაშა

გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ჯოშუა კიმიხი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 2017 წელს გერმანელთა ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.

გარდა ამისა, მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაკეთებული საგოლე გადაცემების რაოდენობით ევროპაში საუკეთესოა.

22 წლის გერმანელის ანგარიშზე რვა ასისტია.

უფრო მეტიც, კიმიხმა "ბუნდესთიმის" ბოლო 22 შეხვედრაში მინდორზე მთელი 90 წუთი გაატარა.

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან (3:1) გამართულ გუშინდელ მატჩში ნახევარმცველმა გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები