სამპაოლი პერუსთან მატჩის შემდეგ: "ეჭვი არ მეპარება, რომ არგენტინა მუნდიალზე გავა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სამპაოლი პერუსთან მატჩის შემდეგ: "ეჭვი არ მეპარება, რომ არგენტინა მუნდიალზე გავა"


სამპაოლი პერუსთან მატჩის შემდეგ:

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ პერუსთან (0:0) 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ეგიდით გამართული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ გასახდელში ენთუზიაზმის ატმოსფერო სუფევს.

"ალბისელესტეს" თავკაცის აზრით, თუ არგენტინელები ეკვადორელებს ისევე ეთამაშებიან, როგორც პერუს, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ.

"თუ ისე ვითამაშებთ, როგორც დღეს, ეკვადორს დავამარცხებთ", - ციტირებს სამპაოლის სიტყვებს BBCL.

"გუნდი გაბოროტებულია იმის გამო, რომ პერუ ვერ დაამარცხა. თუმცა, გასახდელში ენთუზიაზმის ატმოსფერო სუფევს".

"ნაკრების ლიდერებთან პრეტენზიები არ მაქვს. გუნდმა შეასრულა ის, რასაც ვითხოვდი. ძლიერები ვართ".

"ეჭვი არ მეპარება, რომ არგენტინა მუნდიალზე გავა", - დაამატა არგენტინელთა მწვრთნელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები