დელ პიეროს მოულოდნელი განცხადება: "ასეთი ნაპოლი ჩემპიონობას იმსახურებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დელ პიეროს მოულოდნელი განცხადება: "ასეთი ნაპოლი ჩემპიონობას იმსახურებს"


დელ პიეროს მოულოდნელი განცხადება:

"იუვენტუსის" ყოფილი კაპიტანი, ალესანდრო დელ პიერო მიიჩნევს, რომ "ნაპოლი" ჩემპიონობას იმსახურებს.

იტალიელის თქმით, მისი ყოფილი გუნდი ამჟამად დაუცველია, ამიტომაც ნეაპოლელებს შეუძლიათ ამით ისარგებლონ და იტალიის ჩემპიონატი მოიგონ.

"იუვენტუსი" ახლა უფრო დაუცველია, ვიდრე წინა სეზონებში", - ციტირებს დელ პიეროს სიტყვებს Football Italia.

"დღემდე ამ გუნდს მივიჩნევ მთავარ ფავორიტად, თუმცა ნაკლები უპირატესობით. ეს "ნაპოლი" სკუდეტოს იმსახურებს".

"მთავარი მწვრთნელი, სარი ძალიან საინტერესო ადამიანია, მას შესანიშნავი საფეხბურთო ინტელექტი აქვს. ამ სეზონში მისმა ფეხბურთელებმა იციან, თუ რა უნდა გააკეთონ".

"უფრო მეტიც, კლუბის ინფრასტრუქტურა გუნდის დონესთან ერთად იზრდება. ამაში დიდი წვლილი პრეზიდენტ დე ლაურენტისს მიუძღვის. არც თუ ისე შორეულ წარსულში გუნდი სერია ბ-ში თამაშობდა", - დასძინა ალესანდრომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები