ძანეტი: "ვიმედოვნებ, სამპაოლი არგენტინის ნაკრებს 2018 წლის მუნდიალზე გაიყვანს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ძანეტი: "ვიმედოვნებ, სამპაოლი არგენტინის ნაკრებს 2018 წლის მუნდიალზე გაიყვანს"


ძანეტი:

არგენტინის ნაკრების ექს-მცველი, ხავიერ ძანეტი დარწმუნებულია, რომ "ინტერის" თავდამსხმელს, მაურო იკარდის შეუძლია ეროვნული გუნდის ახალი "ცხრიანი" გახდეს.

გარდა ამისა, "ნერაძურის" ლეგენდა იმედოვნებს, რომ არგენტინელები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას შეძლებენ.

"იკარდის დრო ექნება იმისათვის, რათა არგენტინის ნაკრების 9 ნომერი გახდეს", - ციტირებს ძანეტის სიტყვებს Sky.

"თუ ვენესუელაში გამართულ თამაშს გავაანალიზებთ, სადაც არგენტინას მომენტები ჰქონდა, დაინახავთ, რომ იგი მუდმივად მოვლენათა ცენტრში იყო. გონსალო იგუაინი? ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, იგი მუნდიალზე გაემგზავრება".

"შეძლებს თუ არა ლიონელ მესი პაულო დიბალასთან ერთად თამაშს? ხორხე სამპაოლიმ მუშაობა ახლახანს დაიწყო, ამაზე სამუშაოდ დრო ექნება, ვიმედოვნებ, არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანას შეძლებს", - დასძინა ხავიერმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები