მაროტა: "ალეგრის გათავისუფლებას არ ვაპირებთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მაროტა: "ალეგრის გათავისუფლებას არ ვაპირებთ"


მაროტა:

"იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ კლუბი მწვრთნელის შეცვლას არ აპირებს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ტურინელთა თავკაცის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი შეიძლება "ლაციოში" მომუშავე სიმონე ინძაგიმ შეცვალოს.

"მწვრთნელის შეცვლაზე არ ვფიქრობთ, თუმცა, ნათელია, ინძაგი კარგი მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი კარიერა ექნება", -
ციტირებს მაროტას სიტყვებს Sky.

"მიუხედავად ამისა, ვიმეორებ, რომ ალეგრის მუშაობით ბედნიერები და კმაყოფილები ვართ", - დასძინა "ბებერი ქალბატონის" ფუნქციონერმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები