ჰუსაი: "ნაპოლის სკუდეტოს მოგება სურს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰუსაი: "ნაპოლის სკუდეტოს მოგება სურს"


ჰუსაი:

"ნაპოლის" მარჯვენა მცველმა, ელსიდ ჰუსაიმ, საკუთარი გუნდის ამბიციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ცისფრებს" სკუდეტოს მოპოვება სურთ.

"ნეაპოლელ ხალხს იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მოგება მოენატრა, ამიტომაც ჩვენი, ყველას, მთავარი მიზანი სკუდეტოს მოგებაა.

ეს დიდებული ქალაქია და ფანები სკუდეტოს იმსახურებენ, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ ერთად ვიბრძვით და ვეცდებით, რომ ყველა თამაში მოვიგოთ.

კარგად დავიწყეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ. მთავარი გუნდურობის შენარჩუნებაა. "ნაპოლის" რიგებში თამაში მშვენიერია და ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ამბობენ, რომ ეს გუნდი იტალიაში და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს", - განაცხადა 23 წლის ალბანელმა.

7 ტურის შემდეგ სერია ა-ს სწორედ ნეაპოლური კლუბი ლიდერობს, რომელსაც 21 ქულა აქვს და უახლოეს კონკურენტებს ორი ქულით უსწრებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი ელსიდ ჰუსაი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები