რუმენიგე: "ჰაინკესი ახლა ბაიერნისთვის იდეალური მწვრთნელია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რუმენიგე: "ჰაინკესი ახლა ბაიერნისთვის იდეალური მწვრთნელია"


რუმენიგე:

მიუნხენის "ბაიერნის" გენერალური დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, იუპ ჰაინკესის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას გამოეხმაურა.

"იუპ ჰაინკესსა და მიუნხენის "ბაიერნს" შორის რაღაც შინაგანი ნდობა არსებობს. ეს მასთან მოლაპარაკებების დროსაც გამოჩნდა.

ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ იუპმა კლუბის წინადადება მიიღო. ის მიუნხენური კლუბისთვის ახლა იდეალური კანდიდატია", - აღნიშნა კალე რუმენიგემ.

72 წლის გამოცდილი გერმანელი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის შეცვლის და გუნდს სეზონის ბოლომდე გაუძღვება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი რუმენიგე იუპ ჰაინკესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები