საქართველოს ნაკრები უელსთან ისტორიაში პირველად დამარცხდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საქართველოს ნაკრები უელსთან ისტორიაში პირველად დამარცხდა


საქართველოს ნაკრები უელსთან ისტორიაში პირველად დამარცხდა

დასრ​ულდა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და უელსის ნაკრებებს შორის.

თამაში ორივე გუნდმა სიფრთხილით დაიწყო და მომენტები არცერთის კარ​თან არ იქმნებოდა.

27-ე წუთზე საქართველოს კარის მიმართულებით სტანდარტული დაინიშნა. სიტუაცია კვერკველიამ განმუხტა.

30-ე წუთზე რ​ემსის ჩაწოდებას სემ ვოკსი დახვდა, თუმცა ბურ​თი მცირე მანძილით ასცდა კარს. ზუსტად 5 წუთში, მომენტი კვლავ ვოკსს შეექმნა, თუმცა ბურთი  დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

39- წუთზე საქართველოს ნაკრებმა მწვავედ შეუტია - ქვილითაიას თავური არაზუსტია.

ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ჯაბა კანკავამ სახიფათოდ ითამაშა, რემსის საჯარიმო ცოცხალს კედელს ხვდება.

მეორე ტაიმი უელსელებმა აქტიურად დაიწყეს, რის შედეგადაც 49-ე წუთზე გოლი გაგვიტანეს. თავი ტომ ლორენსმა გამოიჩინა.

ლაურენსს კიდევ ერთი მომენტი შეექმნა, მაგრამ ამჯერად მან არაზუსტად ითამაშა. 57-ე წუთზე საქართველომ კონტრ-შეტევა წამოიწყო. კვეკვესკირმა ეს შეტევა შედეგიანად ვერ დაასრულა და ბურთი კარს ააცილა.

71-ე წუთზე აარონ რემსის დარტყმული გიორგი ლორიამ მოიგერია

ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მერებაშვილმა სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ამ დარტყმულს ჰენესეი ადვილად გაუმკლავდა.

0:1 - საქართველოს ნაკრები უელსთან ისტორიაში პირველად დამარცხდა. შემდეგ შეხვედრას ვაისის გუნდი 9 ოქტომბერს, სტუმრად სერბეთთან გამართავს.


საქართველო - უელსი 0:1

გოლები: ლორენსი.

გაფრთხილება: ლორენსი

შემადგენლობები

საქართველო: ლორია, ნავალოვსკი, კვერკველია, კაშია, კაკაბაძე, კანკავა, კვეკვესკირი (ჯიღ​აური), გვილია (ხოჭოლავა), ყაზაიშვილი, მერებაშვილი, ქვილითაია (სხირტლაძე)

უელსი: ჰენესეი, განტერი, უილიამსი, ჩესტერი, დევისი, კინგი, ალენი, ლედლი (ედვარდსი), რემსი, ლორენსი (ვოდბურნი), ვოკსი (კანუ)

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები