სრული სტატისტიკა - როდის დაასრულა საქართველომ ციკლი მოგების გარეშე? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სრული სტატისტიკა - როდის დაასრულა საქართველომ ციკლი მოგების გარეშე?


სრული სტატისტიკა - როდის დაასრულა საქართველომ ციკლი მოგების გარეშე?

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა უელსის ნაკრები მიიღო და 0:1 დამარცხდა.

ბოლო ტურის წინ ჩვენს ნაკრებს არც ერთი მოგება არ აქვს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ სერბეთს, რომელიც პირველი ადგილისთვის იბრძვის, სტუმრად მოვუგოთ.

99%-ით ციკლს მოგების გარეშე დავასრულებთ.

საქართველოს ნაკრები ჯამში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებზე 12-ჯერ გამოსულა და მხოლოდ 1-ხელ მოხდა, რომ ციკლი მოგების გარეშე დაასრულა.

ეს შემთხვევა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დაფიქსირდა.

დიდია იმის ალბათობა, რომ ისტორია განმეორდეს.

მსოფლიო ჩემპიონატი 1998 - 3 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება - მე-4 ადგილი

მსოფლიო ჩემპიონატი 2002 - 3 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება - მე-3 ადგილი

მსოფლიო ჩემპიონატი 2006 - 2 მოგება, 4 ფრე, 6 წაგება - მე-6 ადგილი

მსოფლიო ჩემპიონატი 2010 - 0 მოგება, 3 ფრე, 7 წაგება - მე-6 ადგილი (ბოლო)

მსოფლიო ჩემპიონატი 2014 - 1 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება - მე-4 ადგილი

მსოფლიო ჩემპიონატი 2018 - 0 მოგება, 5 ფრე, 4 წაგება - მე-5 ადგილი (ჯერ-ჯერობით)

ევრო 1996 - 5 მოგება, 5 წაგება - მე-3 ადგილი

ევრო 2000 - 1 მოგება, 2 ფრე, 7 წაგება - მე-6 ადგილი (ბოლო)

ევრო 2004 - 2 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება - მე-5 ადგილი (ბოლო)

ევრო 2008 - 3 მოგება, 1 ფრე, 8 წაგება - მე-6 ადგილი

ევრო 2012 - 2 მოგება, 4 ფრე, 4 წაგება - მე-5 ადგილი

ევრო 2016 - 3 მოგება, 7 წაგება - მე-5 ადგილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები