გარეთ ბეილი უელსის საქართველოსთან მოგებას გამოეხმაურა
თარიღი: ოქტომბერი 7, 2017, 03:37
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და უელსის ნაკრებებს შორის, სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოციალური ქსელით კომენტარი გარეთ ბეილმა გააკეთა..
"ძალიან რთული ბრძოლა და გამარჯვება ჩემი ბიჭების შესრულებით! წინ კიდევ ერთი მატჩია", - წერს ბეილი.
შეგახსენებთ, რომ "რეალის" შემტევმა ეს შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. ბოლო ტურში უელსი ირლანდიას, ხოლო საქართველო სერბეთს დაუპირისპირდება.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE