დიეგო სიმეონე: "მოვა დრო, როცა ჩემი შვილი ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიეგო სიმეონე: "მოვა დრო, როცა ჩემი შვილი ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი იქნება"


დიეგო სიმეონე:

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ თავისი შვილის, დიეგო სიმეონეს კარიერაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ამჟამად არგენტინელი ფეხბურთელი იტალიაში თამაშობს და "ფიორენტინაში" ირიცხება.

"ჯოვანის ძალიან კარგი ტექნიკა აქვს. მოვა დრო, როცა ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი იქნება და თავის სიტყვას იტყვის.

ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია, აქვს სისწრაფე და ყველაფერი იმისთვის, რომ სრულყოფილი თავდამსხმელი იყოს", - აცხადებს დიეგო სიმეონე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები