დელ პიერო: "დიბალამ 10 ნომრიანი მაისური ჩემს, ბაჯოს და პლატინის შემდეგ ჩაიცვა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დელ პიერო: "დიბალამ 10 ნომრიანი მაისური ჩემს, ბაჯოს და პლატინის შემდეგ ჩაიცვა"


დელ პიერო:

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ არგენტინელი თავდამსხმელი პაულო დიბალა შეაქო.

"დიბალამ 10-ნომრიანი მაისური ჩემს, ბაჯოსა და პლატინის შემდეგ ჩაიცვა. ეს კი უკვე იმას ნიშნავს, რომ დიბალა მსოფლიო დონის ფეხბურთელია.

იუვენტუსისთვის პაულო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და კარგი იქნება, თუ ის კარიერის ბოლომდე ამ გუნდში ითამაშებს.

იუვენტუსის თამაშებს აქტიურად ვადევნებ თვალს. ისინი სკუდეტოს ფავორიტები ყოველთვის იყვნენ, თუმცა ახლა ნაპოლი კარგ ფორმაშია და მძიმე ბრძოლა გველის", - აცხადებს დელ პიერო.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში "ნაპოლიმ" ყველა თამაში მოიგო და ცხრილის სათავეშიცაა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები