ლამბერტი: "ლივერპულში გადასვლის შემდეგ ფეხბურთის სიყვარული დავკარგე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლამბერტი: "ლივერპულში გადასვლის შემდეგ ფეხბურთის სიყვარული დავკარგე"


ლამბერტი:

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა რიკი ლამბერტმა განაცხადა, რომ "ლივერპული" მას ცუდად მოექცა, კერძოდ კი მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი.

35 წლის ინგლისელი მერსისაიდულ გუნდში "საუთჰემპტონიდან" 2014 წელს გადავიდა და 2015 წელს დატოვა.

"ლივერპული" კარგად მიხდიდა, თუმცა ფეხბურთი ფულის გამო არასდროს მითამაშია.

როდესაც ამ გუნდში გადასვლა გადაწვყიტე, გეგმაში მქონდა, რომ ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ვითამაშებდი.

თუმცა სწორედ აქედან დაიწყო ფეხბურთის მიმართ სიყვარულის კლებამ.

მუდმივად სათადარიგო სკამზე ვხვდებოდი და ამას ვერ ვეგუებოდი. ბრენდან როჯერსი მიხსნიდა, რომ მე სუარესსა და სტარიჯზე უკან ვიდექი", - განაცხადა ლამბერტმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები