"მანჩესტერს მერტენსის ყიდვა 28 მილიონ ევროდ შეუძლია", - ნაპოლის ყოფილი დირექტორი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"მანჩესტერს მერტენსის ყიდვა 28 მილიონ ევროდ შეუძლია", - ნაპოლის ყოფილი დირექტორი



ცნობილი გამოცემა GOAL.COM-ი წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დრაის მერტენსის ყიდვით არის დაინტერესებული.

ამავდროულად, ცნობილია, რომ ფეხბურთელის გამოსყიდვის დეტალი კონტრაქტში შეტანილია და თანხა მხოლოდ 28 მილიონ ევროს შეადგენს.

"მანჩესტერი" მერტენსთან ინტენსიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს.

სანამ, ის ფორვარდის პოზიციაზე არ გადავიდოდა, არ აფასებდნენ, ახლა კი ის ნამდვილი 9-იანია. ვიცი, რომ დიდ კლუბებს სურთ მერტენსის შეძენა.

მისი გამოსყიდვის ღირებულება მხოლოდ 28 მილიონია", - განაცხადა "ნაპოლის" ყოფილმა დირექტორმა პიერპაოლო მარიანომ.

გაცნობებთ, რომ მერტენსი უკვე 30 წლის არის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები