ინტერი იანვარში რამირესს ან ალექს ტეიშეირას დაიმატებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინტერი იანვარში რამირესს ან ალექს ტეიშეირას დაიმატებს


ინტერი იანვარში რამირესს ან ალექს ტეიშეირას დაიმატებს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანის "ინტერი" "ციანზუ სუნინის" ერთ-ერთ შემტევ ნახევარმცველს დაიმატებს.

"ნერაძურის" ახლა ჩინური კომპანია "Jiangsu Suning" ფლობს და "ციანზუ სუნინიც" ამ კომპანიის კლუბია. ასე, რომ "ინტერის" აზიელი მფლობელები იანვარში გუნდის ამ გზით გაძლიერებას გეგმავენ.

იტალიური პრესის ინფორმაციით, იტალიურმა კლუბმა არჩევანი ორ ბრაზილიელ შემტევს შორის უნდა გააკეთოს - რამირესი ან ალექს ტეიშეირა, რომლები ჩინეთში კარგად ასპარეზობენ.

რამირესი და ტეიშეირა "ციანზუ სუნინს" ერთდროულად, 2016 წლის ზამთარში, შესაბამისად ლონდონის "ჩელსიდან" და დონეცკის "შახტარიდან" შეუერთდნენ. ამ დროის განმავლობაში რამირესმა 31 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ტეიშერიამ კი 25 თამაშში 9 ბურთი შეაგდო და 6 ასისტი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები