ამადუ დიავარა: "ჩემი კუმირი ია ია ტურეა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ამადუ დიავარა: "ჩემი კუმირი ია ია ტურეა"


ამადუ დიავარა:

"ნაპოლის" ახალგაზრდა, ნიჭიერმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ამადუ დიავარამ თავისი კუმირი დაასახელა.

"ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც "ნაპოლის" ინტერესის შესახებ გავიგე. როდესაც შენს მიმართ ასეთი კლუბი იჩენს ყურადღებას - ეს უდავოდ სასიხარულო ფაქტია.

ჩემი კუმირია ია ია ტურეა. მისი თამაშის ხარისხი და მოედნის ხედვა მომწონს. დიდი მატჩები კი ძალიან მიზიდავს, მაგალითად მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე." ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა და სიამოვნებაა.

ნეაპოლი კი არანორმალურად მომწონს, ქომაგები და პიცაც!", - განაცხადა 20 წლის გვინეელმა.

ოქტომბრის ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესე ტურში, ნეაპოლური კლუბი "მანჩესტერ სიტის" სტუმრად დაუპირისპირდება და დიავარა ია ია ტურესაც შეხვდბეა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი ამადუ დიავარა ია ია ტურე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები