ვერდერმა შესაძლოა იუნუზოვიჩს გაუხანგრძლივოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვერდერმა შესაძლოა იუნუზოვიჩს გაუხანგრძლივოს


ვერდერმა შესაძლოა იუნუზოვიჩს გაუხანგრძლივოს
ბრემენის "ვერდერის" კაპიტანმა და ნახევარმცველმა, ზლატკო იუნუზოვიჩმა, შესაძლოა თავის კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

30 წლის ავსტრიელის მოქმედი ხელშეკრულება გაისად იწურება და ბრემენული კლუბის მესვეურებს სურთ, რომ იუნუზოვიჩთან ურთიერთობა გააგრძელონ.

"ვერდერის" სპორტუმლა დირექტორმა, ფრანკ ბაუმანმა, განაცხადა, რომ "ვერდერი" ახლა ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობს, რომელსაც მალე იუნუზოვიჩს შესთავაზებს.

ზლატკო იუნუზოვიჩი ბრემენული კლუბის რიგებში 2012 წლიდან ირიცხება და გუნდის სიმბოლოდ იქცა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ვერდერი ზლატკო იუნუზოვიჩი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები