საქართველოს ნაკრები სერბეთშია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საქართველოს ნაკრები სერბეთშია


საქართველოს ნაკრები სერბეთშია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ხვალ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს გამართავს ბელგრადში, სერბეთის ეროვნულ გუნდთან.

მატჩი რაიკო მიტიჩის სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომელსაც მეორე სახელით, მარაკანათი იცნობენ და საფეხბურთო კლუბ ცრვენა ზვეზდას ეკუთვნის.

ნაკრები უკვე სერბეთშია _ ჩარტერული რეისის ჩაფრინდა და ბინა რედისონ ბლუში დაიდო. საღამომდე ფეხბურთელები დაისვენებენ, 8 საატზე კი ვარჯიშს გამართავენ. მანამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას გამართავს.

ბოლო მატჩის მზადების ფარგლებში გუნდთან ერთად მყოფი ნუკრი რევიშვილი ნაკრებს ტრავმის გამო გამოაკლდა. თბილისის დინამოს მეკარეს, ქუთაისის ტორპედოს წევრი როინ კვასხვაძე შეცვლის.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სერბეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი),ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია);

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი,დანია);

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე შეხვედრა სერბეთსა და საქართველოს შორის, 9 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები