ფენერბაჰჩეს ბლინდის შეძენა უნდა
თარიღი: ოქტომბერი 8, 2017, 17:11
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, დეილი ბლინდმა კარიერა შეიძლება თურქეთში გააგრძელოს, იუწყება Hurriyet.
27 წლის ფეხბურთელით "ფენერბაჰჩეა" დაინტერესებული.
აღინიშნება, რომ თავად ფეხბურთელი ტრანსფერს შეიძლება დათანხმდეს, რადგან "წითელი ეშმაკუნების" სასტარტო თერთმეტეულში ადგილი გარანტირებული არ აქვს.
ცნობისთვის, ჰოლანდიელს "იუნაიტედთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ წელს ეწურება.
მანჩესტერულ კლუბში ბლინდი 2014 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან ინგლისის პრემიერ ლიგაში 4 მატჩი ჩაატარა.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE