ლივერპულს ჩინელი ინვესტორები 1 მლნ გირვანქა სტერლინგად ყიდულობენ? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლივერპულს ჩინელი ინვესტორები 1 მლნ გირვანქა სტერლინგად ყიდულობენ?


ლივერპულს ჩინელი ინვესტორები 1 მლნ გირვანქა სტერლინგად ყიდულობენ?

ჩინელმა ინვესტორებმა შესაძლოა "ლივერპული" 1 მილიარდ ფუნტად შეიძინონ, იუწყება Mirror.

ამ ეტაპზე, მოგეხსენებათ, მერსისაიდულ კლუბს ამერიკული კომპანია Fenway Sports Group (FSG) ფლობს.

ინგლისის ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩში, სადაც "ლივერპული" "ნიუკასლს" (1:1) დაუზავდა, ამანდა სტეივლი შეამჩნიეს, რომელმაც გასულ წელს ჩინელ ბიზნესმენებთან კლუბის გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებები გამართა.

შეგახსენებთ, 2010 წელს ამერიკულმა კომპანიამ "ლივერპული" ამერიკელი ბიზნესმენებისგან, ჯორჯ ჯილეტისგან და ტომ ჰიკსისგან 300 მილიონ ფუნტად შეიძინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები