ბარსელონასა და პსჟ-ს შორის მორიგი ბრძოლა იწყება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონასა და პსჟ-ს შორის მორიგი ბრძოლა იწყება


ბარსელონასა და პსჟ-ს შორის მორიგი ბრძოლა იწყება

"ლივერპულის" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო "პსჟ"-ს ინტერესთა სფეროში მოექცა, იუწყება გავლენიანი ესპანური გამოცემა Sport.

25 წლის ბრაზილიელი ზამთარში პარიზელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "პსჟ"-ს წარმომადგენლები კოუტინიოს აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.

შეგახსენებთ, სამხრეთამერიკელის ხელში ჩაგდების მთავარი ფავორიტი "ბარსელონაა". ზაფხულში კატალონიელებმა ჰავბეკის შეძენა სამჯერ სცადეს, თუმცა ინგლისურმა კლუბმა სამივეჯერ უარი თქვა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრები" ფილიპეს ყიდვას ზამთარში ეცდებიან.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა პრემიერ ლიგაში სამი მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი ასისტიც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები