დორტმუნდის მწვრთნელი: "მომავალი სატრანსფერო რეკორდი 1 მილიარდი ევრო იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დორტმუნდის მწვრთნელი: "მომავალი სატრანსფერო რეკორდი 1 მილიარდი ევრო იქნება"


დორტმუნდის მწვრთნელი:

დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი, პეტერ ბოში მიიჩნევს, რომ ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულებები კვლავ გაიზრდება.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს ახალი რეკორდი დამყარდა - ნეიმარი "ბარსელონადან" "პსჟ"-ში 222 მილიონ ევროდ გადავიდა.

"ვფიქრობ, იმის მომსწრენი გავხდებით, თუ როგორ გადაიხდიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 1 მილიარდ ევროს", - ციტირებს Bild ბოშის სიტყვებს.

"ობამეიანგი? გუნდისთვის საჭირო არამხოლოდ გოლების გამოა. პიერ-ემერიკი ყოველთვის 100 პროცენტით იხარჯება. როგორც მატჩებში, ისევე ვარჯიშებზეც".

"იგი მეტია, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი. ჩინებული ადამიანი და ნამდვილი ლიდერია", - დასძინა "დორტმუნდის" თავკაცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები