ბაიერნი ლიოვის მიწვევას აპირებს, გერმანიის ნაკრებს მისი გაშვება არ უნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნი ლიოვის მიწვევას აპირებს, გერმანიის ნაკრებს მისი გაშვება არ უნდა


ბაიერნი ლიოვის მიწვევას აპირებს, გერმანიის ნაკრებს მისი გაშვება არ უნდა

"ბაიერნი" იოაჰიმ ლიოვს მომავალ სეზონში გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილავს, იუწყება Bild.

მიუნხენელები სპეციალისტის მიწვევას 2018 წლის მუნდიალის შემდეგ გეგმავენ. ამას ვერ ეგუებიან გერმანიის ფეხბურთის კავშირში - ლიოვს გერმანიის ნაკრები ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, სექტემბერში "ბაიერნის" თავკაცის პოსტიდან კარლო ანჩელოტი გაათავისუფლეს. იგი 72 წლის იუპ ჰაინკესმა შეცვალა, რომელიც კლუბში სეზონის ბოლომდე იმუშავებს.

ლიოვმა გერმანიის ნაკრები 2006 წელს ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელლობით გერმანელებმა 2008 წლის ევროპი ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, 2012 და 2016 წლების ევროპის ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს და ყველაზე მთავარი - 2014 წელს "ბუნდესთიმმა" მუნდიალი მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები