მანჩესტერ სიტიმ მესის ტრანსფერისთვის ყველა დოკუმენტი მოამზადა! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერ სიტიმ მესის ტრანსფერისთვის ყველა დოკუმენტი მოამზადა!


მანჩესტერ სიტიმ მესის ტრანსფერისთვის ყველა დოკუმენტი მოამზადა!

"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობამ "ბარსელონას" თავდამსხმელის, ლიონელ მესის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებისთვის დოკუმენტები მოამზადა, იუწყება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.

არსებული ინფორმაციით, "ქალაქელები" მზად არიან 30 წლის არგენტინელის სანაცვლოდ 400 მილიონი ევრო გადაიხადონ. გარდა ამისა, დასტურდება, რომ ინგლისური კლუბის წარმომადგენლებს მესის ახლობლებთან ხშირი კონტაქტი აქვთ.

ფორვარდს კატალონიელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2017/18 წლების სეზონის ბოლოს ეწურება. მომავალი წლის ზაფხულში მას სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების წარმოების უფლება ექნებათ.

აქამდე იწერებოდა, რომ "ბარსელონას" ბოსები და ლეო ახალი ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმდნენ, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, 2020/21 წლების სეზონის ბოლომდე იმოქმედებს. კონტრაქტის გაფორმების ოფიციალური ცერემონია უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი.

მესი კატალონიელთა სისტემაში 2000 წლიდან ირიცხება. მას შემდეგ "ბარსელონას" ფეხბურთელი ხუთჯერ დაეუფლა "ოქროს ბურთს", რვაჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ხუთჯერ - ქვეყნის თასი, ოთხჯერ - ჩემპიონთა ლიგა.

სულ არგენტინელის ანგარიშზე საკლუბო დონეზე მოგებული 30 ტიტულია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები