პისარო: "ამ სეზონში ბაიერნს უფრო გაუჭირდება, ვიდრე გასულ სეზონში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პისარო: "ამ სეზონში ბაიერნს უფრო გაუჭირდება, ვიდრე გასულ სეზონში"


პისარო:

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, კლაუდიო პისარომ, "რეკორდმაისტერში" არსებული სიტუაცია შეაფასა.

"მიმდინარე სეზონი "ბაიერნისთვის" არ იქნება ისეთივე მარტივი, როგორიც წინა. არამგონია, რომ "ბაიერნი" ასე იოლად გახდეს გერმანიის ჩემპიონი. პირველ რიგში კი, იმის თქმა მინდა, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს", - განაცხადა 39 წლის პერუელმა.

მიუნხენელებმა მიმდინარე სეზონი საკმაოდ სუსტად დაიწყეს, რასაც ერთი კვირის წინ 58 წლის იტალიელი სპეციალისტი, კარლო ანჩელოტი, შეეწირა. ახლა კი გუნდს სეზონის ბოლომდე ლეგენდარული იუპ ჰაინკესი უხელმძღვანელებს.

ბუნდესლიგის საწყისი 7 ტურის შემდეგ "რეკორდმაისტერმა" უკვე 7 ქულა დაკარგა და 14 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. დორტმუნდელებმა კი ისტორიაში საუკეთესო სტარტი აიღეს და ეროვნულ ჩემპიონატს 19 ქულით ლიდერობენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები