პირლო: "კონტე ერთ-ერთი საუკეთესოა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პირლო: "კონტე ერთ-ერთი საუკეთესოა"


პირლო:
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი ნახევარმცველი, ანდრეა პირლო, მიიჩნევს, რომ ანტონიო კონტე მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სპეციალისტია.

"ის დეტალებში საოცრად ერკვევა და ძალიან მომხიბვლელი სპეციალისტია. გარდა ამისა, შეუძლია, რომ საუბრით ბევრ რამეში დაგარწმუნოს.

მისი 20 წუთიანი ვიდეოსესიები სავარჯიშო მოედანზე გატარებული მთელი სამი დღის ტოლფასია. ის მალევე გაგებინებს თუ რის გაკეთებას ითხოვს შენგან.

ის წლების განმავლობაში ვითარდებოდა, ყოველთვის გამარჯვება სურდა და საკუთარ თავს არასოდეს ზოგავდა. ორი აზრი არ არსებობს, რომ კონტე თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა", - განაცხადა პირლომ.
ასევე იხილეთ თემაზე:
ანდრეა პირლო ანტონიო კონტე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები