ფოგტსი: "ეს ბაიერნი მაქსიმუმ ბუნდესლიგას თუ მოიგებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფოგტსი: "ეს ბაიერნი მაქსიმუმ ბუნდესლიგას თუ მოიგებს"


ფოგტსი:

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე და მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული ბერტი ფოგტსი, იუპ ჰაინკესის დაბრუნებით მოხარულია, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს "ბაიერნი" ბევრს მაინც ვერაფერს მიაღწევს.

მიმდინარე სეზონის სუსტი დაწყების შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი კარლო ანჩელოტიმ დატოვა და ახლა გუნდს სეზონის ბოლომდე 72 წლის გერმანელი სპეციალისტი უხელმძღვანელებს.

"იუპმა ზუსტად იცის საიდან უნდა დაიწყოს და ვფიქრობ, კარგადაც იცის, რომ 2013 წლის შედეგს ვერ გაიმეორებს. ეს უბრალოდ შეუძლებელია.

ასეთი დაბალი დონის გუნდური თამაშით "ბაიერნი" მაქსიმუმ გერმანიის ჩემპიონი თუ გახდება", - განაცხადა ფოგტსმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები