გიორგი მერებაშვილი: „მოტივაცია დიდია“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გიორგი მერებაშვილი: „მოტივაცია დიდია“


გიორგი მერებაშვილი: „მოტივაცია დიდია“

სერბეთის ნაკრებთან მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა, რომლისთვისაც სერბული ფეხბურთი უცხო არ არის. მერებაშვილს გარკვეული პერიოდი იქაურ ვოევოდინაში აქვს გატარებული.

_ ვწუხვარ, რომ დაკარგული გვაქვს შანსი, მაგრამ ჩვენ ჯერ მოგება არ გვაქვს და სურვილი გვაქვს, რომ წარმატება დავასრულოთ საკვალიფიკაციო ეტაპი. მოტივაცია დიდია, რთული თამაში იქნება, მაგრამ წინასწარ წაგებული არ ვართ. ვმეგობრობ დუშან ტადიჩთან, მაგრამ ეს მეგობრობა ხვალ გადაიდება და თუ მომეცემა საშუალება შევეცდები ბოლომდე დავიხარჯო. ამ სტადიონზე დინამოს შემადგენლობაში არ მომიწია თამაში, მაგრამ ვოივოდინას რიგებში რამდენიმე მატჩი ჩავატარე, აქ თამაში ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ვართ პროფესიონალები და ამ მომენტმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს, _ განაცხადა მერებაშვილმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები