"ის რონალდუზე ტექნიკური იყო", - კუარეშმას ისტორია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ის რონალდუზე ტექნიკური იყო", - კუარეშმას ისტორია


2001 წელს პორტუგალიის იუნიორთა ნაკრებმა ინგლისელებთან გამართა ამხანაგური მატჩი. აღნიშნული თამაშის მოძებნა არქივებში პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ხუან კარლუშ ფრეიტაშმა ის დღე სამუდამოდ დაიმახსოვრა. ფრეიტაში პორტუგალიელთა პრეს-ატაშე იყო, რომელიც მეგობრობდა აურელიუ პერეირასთან, ლისაბონის "სპორტინგის" აკადემიის ხელმძვანელთან. ისინი სტადიონზე იდგნენ ერთად, როდესაც ხუანმა თქვა: "ვარჯიშზე კუარეშმა ვნახე, ის ნამდვილი ფენომენია", - აურელიუმ პატარა პაუზა აიღო და შემდეგ უპასუხა მას:

დაიმახსოვრე ახლა რასაც გეტყვი. ერთი მადეირელი ბიჭია, კრიშტიანუ ჰქვია, აი ვინ მიაღწევს წარმატებას. იგი 16 წლისაა და მთავარი გუნდის ფეხბურთელებზე მაღალი დონისაა. ის მარტო ჩამოვიდა აქ, რამდენიმე თვე ტიროდა და სახლი ენატრებოდა. მე მას ვუთხარი, რომ ცრემლების ღვრითა და დედიკოსთან დაბრუნებაზე ნატვრით ვერაფერს მიაღწევდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მან ყველაფერი სერიოზულად. დამიჯერე მეგობარო, კრიაშტიანუ ყველაზე მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდა მოთამაშეა,

"ის რონალდუზე ტექნიკური იყო", - კუარეშმას ისტორია

კუარეშმა და რონალდუ მუდმივად არკვევდნენ ერთმანეთში, თუ ვინ იყო მათ შორის საუკეთესო. "სპორტინგის" ფეხბურთელები საგონებელში იყვნენ, როდესაც ფლანგებზე ეს ორი მოთამაშე იყო, მათ არ იცოდნენ თუ რომელი ერთისთვის მიეცათ პასი. აღსანიშნავია, რომ თავად რიკარდუ და კრიშტიანუ არასდროს უთმობდნენ ერთმაენთს ბურთს, თუმცა მოედნის გარეთ ყოველთის მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ.

"ის რონალდუზე ტექნიკური იყო", - კუარეშმას ისტორია

რიკარდუ უფრო ტექნიკური იყო და მან ეს იცოდა. თუ ვინმე რამე ფინტს აკეთებდა, კუარეშმა თავისებურად და უფრო დახვეწილად ასრულებდა მას, თუმცა ვარჯიშებზე იგი არასდროს გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, რადგან თვლიდა, რომ მხოლოდ ნიჭიც საკმარისი იყო.




რონალდუ კი მოზარდობიდანვე შეეგუა იმ ფაქტს, რომ მხოლოდ მძიმე შრომით მიაღწევდა რამეს. ის ამარცხებდა ყველას მაგიდის ჩოგბურთში და სპორტ დარბაზში რეკორდებს ამყარებდა თანაგუნდელებს შორის. კრიშტიანუ იმდენად ბევრს ვარჯიშობდა, რომ აკადემიის უფროსები მას დარბაზში აღარ უშვედნენ. იგი პირველი მიდიოდა ბურთთან და უკანასკნელი ბრუნდებოდა დასასვენებელ ოთახში.

კუარეშმა ყველაფერს უფრო მარტივად უდგებოდა, ის იყო ნამდვილი მხატვარი. ვარჯიშებზე რიკარდუ მხოლოდ თავის საყვარელ რაბონასა და ტრიველას ხვეწდა. იმ დროს მთელი ევროპა თვლიდა, რომ კუარეშმა ყველაზე ნიჭიერი იუნიორი იყო და გრანდებმა მასზე ნადირობის სეზონი გახსნეს. ყველას "ბარსელონამ" აჯობა, რომელმაც 6 მილიონ ევროდ იყიდა პორტუგალიელი. კატალონიაში გადასვლით თითქოს უნდა დაწყებულიყო რიკარდუს კარიერაში ახალი ეტაპი, თუმცა მოვლენები კოშმარულად განვითარდა, სათადარიგოთა სკამი, ტრავმა, ევროპის ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე ვერ მოხვედრა, 28 მატჩი და მხოლოდ 1 გატანილი გოლი. აი ეს იყო კუარეშმას 2003-2004 წლის სეზონის მოკლე მიმოხილვა.

"ის რონალდუზე ტექნიკური იყო", - კუარეშმას ისტორია

ვინგერი "პორტოში" გაუშვეს. იქ რიკარდუ ძველებურად ათამაშდა, "დრაკონებს" ახალი ოჯახი უწოდა, გაიტანა 30 გოლი და კვლავ დაიწყო ტოპ-კლუბზე ფიქრი. კუარეშმა დიდების საძიებლად ამჯერად მილანის "ინტერში" გაეშურა, რომელსაც იმ დროს თანამემამულე ჟოზე მოურინიო წვრთნიდა. "ნერიაძურიმ" რიკარდუში 24,6 მილიონი ევრო გადაიხადა და ლუიშ ფიგუს კუთვნილი 7 ნომერი მისცა. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, თუმცა შემოდგმომის ბოლოსთვის, პორტუგალიელი უკვე მყარად იყო გამჯდარი რეზერვისტებს შორის. სეზონის მეორე ნახევარი კუარეშმამ "ჩელსიში" გაატარა, მაგრამ იქაც ვერ ივარგა, 5 მატჩი და 0 გატანილი გოლი. ამით რიკარდუს თავგადასავლები ტოპ-კლუბებში დასრულდა.

"ის რონალდუზე ტექნიკური იყო", - კუარეშმას ისტორია

შემდეგ იყო "ბეშიქთაში", "ალ-აჰლი" და კვლავ "პორტო". კუარეშმას ყველგან ეტყობოდა მოტივაციის დაქვეითება, იგი იძლეოდა მელანქოლიურ ინტერვიუებს და მუდამ მისტიროდა წარსულს. რიკარდუ ნანობდა ძველ შეცდომებს, თუმცა მომავალში ყველაფრის გამოსწორებაზე საერთოდ არ ფიქრობდა.

პასის მიცემას ყოველთვის მირჩევნია დრიბლინგი ან ფინტის გაკეთება", - იძახდა კუარეშმა 10 წლის წინ. ამ დროის მანძილზე არაფერი შეცვლილა, პორტუგალიელი ეგოისტად დარჩა, თუმცა ამჯერად მის დახასიათებაში სიტყვა უმოტივაციოც ფიგურირებს.

რიკარდუ 7-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი სხვადასხვა ლიგებში, მას აქვს პორტუგალიის, იტალიისა და თურქეთის ჩემპიონატის ოქროს მედლები. ფორმალურად, პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგაც კი მოიგო "ინტერთან" ერთად. ასე რომ ტიტულების მხრივ რიკარდუს ყველაფერი წესრიგში აქვს. პრობლემა იმაშია, რომ კუარეშმა არასდროს ყოფილა სუპერ-ვარვსკვლავი და ტოპ-კლუბებს ვერაფრით გამოადგა. სანამ რონალდუ ვარჯიშიდან ვარჯიშამდე იხვეწებოდა და გოლებისს მანქანად აქცევდა თავს, რიკარდუ წუწუნებდა, ილანძღებოდა და უბრალოდ ფუჭად ატარებდა დროს.

"ის რონალდუზე ტექნიკური იყო", - კუარეშმას ისტორია

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები