ბარსელონას ფანებს გუნდის პოლიტიკაში ჩართულობა არ მოსწონთ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონას ფანებს გუნდის პოლიტიკაში ჩართულობა არ მოსწონთ


ბარსელონას ფანებს გუნდის პოლიტიკაში ჩართულობა არ მოსწონთ

კატალონიის საზღვრებს გარეთ, მყოფ "ბარსელონას" ქომაგებს თავიანთი საყვარელი გუნდის პოლიტიკაში აქტიურობა არ მოსწონთ.

კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც ხერარდ პიკეც გამოჩნდა. ის საარჩევნო უბანზე მივიდა და ხმა მისცა.

ასევე, რეფერენდუმის დღეს "ბარსელონას" ფეხბურთელები კატალონიის დროშის ფერებში იყვნენ შემოსილები. რეფერენდუმის მეორე დღეს, სხვა კატალონიურ დაწესებულებებთან ერთად, პროტესტის ნიშნად "ბარსელონას" მუზეუმი და სტადიონიც დაიკეტა.

MARCA წერს, რომ ეს ყველაფერი კლუბის იმ ქომაგებს არ მოსწონთ, რომლებიც რეგიონის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ.

როგორც ესპანეთში, ასევე, მთელს მსოფლიოში გუნდს უამრავი ქომაგი ჰყავს და გამოცემა წერს, რომ პოლიტიკაში ჩართულობა "ბარსელონას" ფანების რიცხვს შეამცირებს.

ასევე, MARCA წერს, რომ ხოან ლაპორტას პრეზიდენტობის შემდეგ, კატალონიური გუნდი აქტიურად არის პოლიტიკაში ჩართული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები