"11-ეულს მესი აკომპლექტებს და არა ვალვერდე", - ანდრე გომეშმა ფაქტები უარყო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"11-ეულს მესი აკომპლექტებს და არა ვალვერდე", - ანდრე გომეშმა ფაქტები უარყო



ცნობილმა პორტუგალიურმა გამოცემამ Don Balón-მა "ბარსელონას" შემტევის ანდრე გომეშის ინტერვიუ გამოაქვეყნა.

ერთ-ერთ მონაკვეთში საინტერესო ფრაზა დაფიქსირდა: "ბარსელონაში" 11-ეულს მესი აკომპლექტებს და არა ერნესტო ვალვერდე."

პორტუგალიელის კომენტარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რა დროსაც მან ყველაფერს ფარდა ახადა.

გომეშმა განაცხადა, რომ გამოცემამ ტყუილი ინფორმაცია გამოაქვეყნა და მას მსგავსი რამ არ უთქვამს.

"მესის და ვალვერდეს დიდ პატივს ვცემ და მსგავსი არაფერი მითქვამს", - განაცხადა გომეშმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები