"უნდა გადავიწყვიტო", - პირლო კონტეს თანაშემწედ? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"უნდა გადავიწყვიტო", - პირლო კონტეს თანაშემწედ?



ანდრეა პირლო არ გამორიცხავს, რომ ის უახლოეს პერიოდში ლონდონის "ჩელსიში" ანტონიო კონტეს ასისტენტი გახდეს.

იტალიელმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა და მცირე ინტერვიუც ჩაწერა.

პირლოს ჰკითხეს აპირებს თუ არა, კონტესთან ერთად მუშაობას, რაზეც ასე უპასუხა: "ჩემი მომავალი ჯერ არ ვიცი, დეკემბერში იტალიაში ვბრუნდები.

კონტეს ასისტენტობა? ხალხი ამის შესახებ ლაპარაკობს. მე ჩემი ფიქრები მაქვს და ჯერ გადასაწყვეტად დრო მჭირდება", - განაცხადა იტალიელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები