კანავარო: "ნაპოლი იდეალური გუნდია"
თარიღი: ოქტომბერი 9, 2017, 12:41
"ტიანცზინ ციუანცზიანის" მთავარი მწვრთნელი, ფაბიო კანავარო მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" თამაშით კმაყოფილია.
სპეციალისტი აცხადებს, რომ ნეაპოლელთა თავკაცი, მაურიციო სარი ფანტასტიკურად მუშაობს.
"ამ ეტაპზე "ნაპოლი" თითქმის იდეალურია", - ციტირებს კანავაროს სიტყვებს Sky Sport.
"სეზონი ძალიან კარგად დაიწყეს, პატარა კლუბებს მოუგეს, რომლებიც ნაწილობრივ ტოპ გუნდებს ბევრ პრობლემას უქმნიან".
"ნაპოლი" ტიტულისთვის "იუვენტუსს", "რომასა" და "ინტერს" გაუწევს კონკურენციას. თითოეული თვე შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს".
"მაურიციო სარი ფანტასტიკურად მუშაობს. დაბალ დივიზიონებშიც კი ყოველთვის თავის დავალებებზე იყო კონცენტრირებული. "ნაპოლის" შედეგები მისი დიდი მუშაობის ნაყოფია", - დასძინა ლეგენდარულმა იტალიელმა.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE