ისრაელთან მატჩი ბუსკეტსისთვის საიუბილეო გახდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ისრაელთან მატჩი ბუსკეტსისთვის საიუბილეო გახდება


ისრაელთან მატჩი ბუსკეტსისთვის საიუბილეო გახდება

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ აღნიშნა, რომ მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის გუნდში ცვლილებები იქნება.

გარდა ამისა, სპეციალისტი აცხადებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ გასამართი დაპირისპირება ესპანეთის ნაკრების მაისურით ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსისთვის მე-100 იქნება.

"გუნდში ცვლილებები იქნება, ცოტა გადახალისებაა საჭირო", - ციტირებს ლოპეტეგის სიტყვებს Four Four Two.

"თითოეულ ფეხბურთელს, რომელიც ნაკრების განკარგულებაშია, მინდორზე გასვლა პირველივე წუთებიდან შეუძლია. უძლიერესი შემადგენლობის დაყენებას ვეცდებით".

"ბუსკეტსისთვის ეს მატჩი ნაკრებში მე-100 იქნება. იგი უნიკალური ფეხბურთელია", - დასძინა "ფურია როხას" თავკაცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები