ჰაინკესმა ბაიერნში დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰაინკესმა ბაიერნში დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა


ჰაინკესმა ბაიერნში დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა განაცხადა, რომ კლუბში დაბრუნებით გახარებულია და აპირებს ვალი გადაუხადოს გუნდს, რომლის წყალობითაც მწვერვალებს მიაღწია.

შეგახსენებთ, 72 წლის სპეციალისტი "რეკორდმაისტერში" კარლო ანჩელოტის გათავისუფლების შემდეგ დაბრუნდა.

"სულმოუთმენლად ველოდები მუშაობის დაწყებას", - ციტირებს ჰაინკესის სიტყვებს kicker.

"ბაიერნის" გარეშე მწვრთნელის კარიერას არასდროს ავიწყობდი, ამიტომაც კლუბს რაღაც უნდა დავუბრუნო".

"კარს ულრაიხი დაიცავს, თუმცა მიხარია, რომ თადარიგში ისეთი ფეხბურთელი იქნება, როგორიც ტომ შტარკეა", - დასძინა იუპმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები