ვარანი ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში იწვევს? - რეალის მცველმა განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვარანი ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში იწვევს? - რეალის მცველმა განცხადება გააკეთა


ვარანი ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში იწვევს? - რეალის მცველმა განცხადება გააკეთა

"რეალის" მცველი, რაფაელ ვარანი მიიჩნევს, რომ მადრიდელთა მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს საფრანგეთის ნაკრების ჩაბარება შეუძლია.

გარდა ამისა, ფრანგი უკანახაზელი ამატებს, რომ ზიდანი რაღაცით ფრანგული გუნდის ამჟამინდელ თავკაცს, დიდიე დეშამს ჰგავს.

"ზიდანი? რატომაც არა? იგი შესანიშნავად უმკლავდება თავის ვალდებულებებს", - ციტირებს ვარანის სიტყვებს Marca.

"ზიდანმა, როგორც მწვრთნელმა, თავისი პროფესიონალური თვისებები უკვე გვაჩვენა. იგი ასევე დიდებული ფეხბურთელი იყო".

"ზიდანი და დეშამი რაღაცით ჰგვანან ერთმანეთს. ორივეს ფეხბურთელის კარგი კარიერა ჰქონდა და ორივე დიდ გამოცდილებას ფლობს. მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავება შეუძლიათ", - დასძინა "სამეფო კლუბის" უკანახაზელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები