ხუანფრანი: "ოდესღაც ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხუანფრანი: "ოდესღაც ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს"


ხუანფრანი:

"ატლეტიკოს" მცველი, ხუანფრანი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

მოგეხსენებათ, უკანასკნელ ოთხ წელიწადში "როხიბლანკო" ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში ორჯერ გავიდა, სადაც ორჯერვე "რეალთან" დამარცხდა.

"ჯერ კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ ოდესღაც ჩვენი კაპიტანი ჩემპიონთა თასს ასწევს", - ციტირებს ხუანფრანის სიტყვებს Marca.

"ამას ღიად ვამბობ. ტყუილი იმედი არ არის".

"ამ სეზონში ჯგუფური ეტაპის კარგად ჩატარებისა და ფლეი ოფში გასვლის იმედი გვაქვს. რაც უფრო ახლოს იქნება ფინალი, მით უფრო დავიჯერებთ წარმატებას".

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორი ტურის შემდეგ "ატლეტიკო" მე-3 ადგილს იკავებს. ესპანური კლუბის მეტოქეები "ჩელსი", "რომა" და "ყარაბაღი" არიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები