ლიოვი: "მუსტაფიმ შეიძლება ხანგრძლივი პერიოდით იუქმოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლიოვი: "მუსტაფიმ შეიძლება ხანგრძლივი პერიოდით იუქმოს"


ლიოვი:

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა აღნიშნა, რომ შკოდრან მუსტაფიმ, დიდი ალბათობით, 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე აზერბაიჯანთან (5:1) გამართულ მატჩში კუნთი გაიწყვიტა.

სპეციალისტის აზრით, "არსენალის" ფეხბურთელმა შეიძლება ხანგრძლივი დროით იუქმოს.

"მუსტაფის, როგორც ჩანს, კუნთი აქვს გაწყვეტილი", - ციტირებს ლიოვის სიტყვებს The Telegraph.

"აღნიშნული ტრავმის გამო შეიძლება ხანგრძლივი პერიოდი გამოტოვოს".

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მუსტაფიმ ინგლისის ჩემპიონატში "არსენალის" მაისურით ხუთი მატჩი ჩაატარა, თუმცა რამდენიმე შეხვედრა ასევე ტრავმის გამო გამოტოვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები