კაპელო: "სკუდეტოსთვის ხუთი გუნდი იბრძოლებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაპელო: "სკუდეტოსთვის ხუთი გუნდი იბრძოლებს"


კაპელო:

ცნობილი სპეციალისტი, ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ ამ სეზონში სკუდეტოსთვის ხუთი გუნდი იბრძოლებს.

იტალიელის თქმით, მთავარი ფავორიტი "იუვენტუსია".

"ჩემპიონობისთვის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" იბრძოლებენ? ამას არ ვიტყოდი", - ციტირებს კაპელოს სიტყვებს Football Italia.

"ინტერი" და "რომაც" იბრძოლებენ, უბრალოდ მათ დრო სჭირდებათ, რათა თავიანთი სტატუსი დაიბრუნონ. "მილანსაც" კარგი გუნდი ჰყავს. ბრძოლაში ხუთი გუნდია, მაგრამ ჩემთვის ფავორიტი "იუვეა", - დასძინა ფაბიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები