ალკანტარას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალკანტარას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა


ალკანტარას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ მუხლის ტრავმის თაობაზე, რომელიც ესპანეთის ნაკრების განკარგულებაში ყოფნისას მიიღო, სამედიცინო შემოწმება გაიარა.

როგორც გერმანული კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

ალკანტარა რამდენიმე ვარჯიშს გამოტოვებს, თუმცა გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით "ფრაიბურგთან" გასამართი მატჩისთვის მზად იქნება.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ალკანტარა 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ისრაელთან ვერ ითამაშებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები