ხავიმ მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხავიმ მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა


ხავიმ მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა

"ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი, ხავი ერნანდესი მიიჩნევს, რომ კატალონიელთა ჰავბეკი, სერხიო ბუსკეტსი თავის ამპლუაში მსოფლიოში საუკეთესოა.

ესპანელის თქმით, ბუსკეტსი შეცდომას პრაქტიკულად არ უშვებს.

"როცა ბუსკეტსმა ჩვენთან პირველად ივარჯიშა, მივხვდი, რომ განსაკუთრებული ფეხბურთელი იყო", - ციტირებს Marca ხავის სიტყვებს.

"რა თქმა უნდა, არ გვეგონა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი გახდებოდა, მაგრამ ახლა ეს ასეა".

"შეცდომას არ უშვებს. გონივრულ პრესინგს მიმართავს, რათა გუნდმა მშვიდად შეძლოს მეტოქეზე ზეწოლის მოხდენა. ტექნიკურია, კარგად მუშაობს ორივე ფეხით და თავითაც", - დასძინა "ბარსას" ექს-ჰავბეკმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები