ნაპოლიმ ჟოს დაუმიზნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლიმ ჟოს დაუმიზნა


ნაპოლიმ ჟოს დაუმიზნა

ბრაზილიური "კორინთიანსის" თავდამსხმელი, ჟო, შესაძლოა ზამთარში იტალიის ეროვნულ ჩემპიონატში გადაბარგდეს.

"ნაპოლის" არკადიუშ მილიკის სერიოზული ტრავმის გამო იანვარში ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციის გაძლიერება სურს, რათა დრის მერტენსს კონკურენტი ჰყავდეს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, 30 წლის ბრაზილიელი ფორვარდის დასათმობად "კორინთიანსიც" მზად არის, რადგან ბრაზილიურ კლუბს გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვს.

2017 წელს ჟომ სულ 46 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 20 ბურთის გატანა მოახერხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლიტრანსფერები ჟო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები