სარი: "მილანში დიდ ხანს ვერ გავჩერდებოდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სარი: "მილანში დიდ ხანს ვერ გავჩერდებოდი"


სარი:

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, "მილანში" არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კლუბში ხანგრძლივი პერიოდით დარჩენა გაუჭირდებოდა.

"მილანში" დიდი ხანი ვერ გავჩერდებოდი თუ იქ მთავარი მწვრთნელის საქმიანობაში ნამდვილად ერევიან.

თუ პრეზიდენტი ასე იქცევა, მაშინ წარმატების მიღწევა რთული იქნება. თუმცა ბერლუსკონიმ ბევრი ტიტული მოიგო, ამიტომ ვფიქრობ, რომ მასზე გავრცელებული ჭორები უფრო სიცრუეა, ვიდრე რეალობა", - განაცხადა სარიმ.

სარი, რომელმაც "ემპოლიში" კარგი მუშაობით გაითქვა სახელი, შეიძლება 2015 წელს "როსონერის" თავკაცი გახმდარიყო, მაგრამ საბოლოოდ ნეაპოლურ კლუბში აღმოჩნდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები