ფიფა: წლის საუკეთესო გოლის 3 კანდიდატი ცნობილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფიფა: წლის საუკეთესო გოლის 3 კანდიდატი ცნობილია


ფიფა: წლის საუკეთესო გოლის 3 კანდიდატი ცნობილია

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ფიფას პუშკაშის ჯილდოსთვის საფინალო პრეტენდენტები გამოავლინა.

2017 წლის საუკეთესო გოლის ავტორის პრიზისთვის დეინა კასტელანოსი, ოსკარინ მასულუკე და ოლივიე ჟირუ იბრძოლებენ.

ფინალური გამოკითხვა დღეიდან იწყება და 23 ოქტომბერს დასრულდება. გამარჯვებულის ვინაობა კი ფიფას სპეციალურ დაჯილდოვებაზე, ლონდონში, გაირკვევა.

დეინა კასტელანოსი ვენესუელას 17 წლამდელთა ქალთა ნაკრების მოთამაშეა, რომელმაც 2016 წელს იორდანიაში, ქალთა ახალაგზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, კამერუნს ცენტრიდან ეფექტური ბურთი გაუტანა. დეინა მეორე ვენესუელელი ფეხბურთელია, რომელიც პუშკაშის ჯილდოს სამეულში მოხვდა. გასულ წელს ეს დანიუსკა როდრიგესმა გააკეთა.

იხილეთ დეინა კასტელანოსის გოლი

ოლივიე ჟირუ პირველი ფრანგი ფეხბურთელია, რომელიც სამეულში მოხვდა. ოლივიემ ინგლისის პრემიერ ლიგაში "კრისტალ პალასს" ქუსლით საოცრად ლამაზი, ეფექტური და იშვიათი ბურთი გაუტანა.

იხილეთ ოლივიე ჟირუს გოლი

ოსკარინ მასულუკე კი პირველი სამხრეთ აფრიკელი მოთამაშეა, რომელიც პუშკაშის ჯილდოსთვის იბრძოლებს, მაგრამ ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ მასულუკე გოლკიპერი გახლავთ და ასეთი შემთხვევა ისტორიაში პირველად დაფიქსირდა. ოსკარინმა, რომელიც მეტოქის საჯარიმოში კუთხურის დროს ჩავიდა, მაკრატელა გოლი გაიტანა.

იხილეთ ოსკარინ მასულუკეს გოლი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები