ჰაინკესი ანჩელოტიზე: "დიდებული მწვრთნელია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰაინკესი ანჩელოტიზე: "დიდებული მწვრთნელია"


ჰაინკესი ანჩელოტიზე:

"ბაიერნის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა კოლეგა კარლო ანჩელოტი, რომელიც 28 სექტემბერს მიუნხენური გრანდიდან გაათავისუფლეს, შეაქო.

"ანჩელოტი ჯენტლმენი და დიდებული მწვრთნელია. ეს ისაა, რისი თქმაც შემიძლია. წინამორბედზე საუბარი სწორი არ არის".

"ჩემს ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ზოგიერთს საკუთარი თავი 45 წლის ასაკში უკვე ბებერი ჰგონია. არ შევცვლილვარ. მუსიკა, სპორტი მიყვარს. თავს ისე ვგრძნობ, როგორც ახალგაზრდა".

"ჩვენი გუნდი გარკვეულ დონეზე დგას. ჩემი დავალება იმაში მდგომარეობს, რომ ეს დონე გაჩვენოთ. ზუსტად ვიცი, რითი უნდა დავიწყო", - ციტირებს ჰაინკესის სიტყვებს Deutsche Welle.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები