ლილს პსჟ-ს ნახევარმცველის შეძენა სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლილს პსჟ-ს ნახევარმცველის შეძენა სურს


ლილს პსჟ-ს ნახევარმცველის შეძენა სურს

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, ჰატემ ბენ არფამ იანვარში შეიძლება გუნდი დატოვოს.

როგორც Le 10 sport იტყობინება, ჰავბეკისადმი ინტერესს "ლილი" იჩენს.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, "პსჟ"-ს ბენ არფას გაყიდვა უნდა, რადგან დედაქალაქური გუნდის სამწვრთნელო შტაბს იგი არ სჭირდება.

ასე და ამგვარად, ფრანგი შუახაზელის "ლილში" ტრანსფერის ალბათობა იზრდება.

თავად ბენ არფა მზადაა პარიზში დარჩეს, სანამ ფინანსური თვალსაზრისით მისაღებ წინადადებას არ მიიღებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები