შააფი შესაძლოა ვერდერში დაბრუნდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შააფი შესაძლოა ვერდერში დაბრუნდეს


შააფი შესაძლოა ვერდერში დაბრუნდეს

გამოცდილი გერმანელი სპეციალისტი, ტომას შააფი, შესაძლოა ბრემენის "ვერდერის" მთავარი მწვრთნელი გახდეს.

ცნობილი გერმანული გამოცემა "Kicker" იტყობინება, რომ ბრემენულ კლუბს შააფის მოწვევა სურს, რომელიც 2016 წლიდან მოყოლებული უმუშევარია.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი "ვერდერმა" სუსტად დაიწყო და 7 ტურის შემდეგ მოპოვებული 4 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. გუნდის თავკაცი, ალექსანდრ ნური, გათავისუფლების ზღვარზეა.

56 წლის ტომას შააფი კი ბრემენის "ვერდერის" ცოცხალი ლეგენდაა. მას ამ კლუბში 35 წელი აქვს გატარებული, როგორც ფეხბურთელის, ასისტენტისა და მთავარი მწვრთნელის რანგში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები